fbpx
Skip to main content

ENPARD-ის საგრანტო კონკურსი

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროგრამა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ფაზის ფარგლებში, წარმოადგენს ხუთწლიან პროგრამას (2018-2022), რომელიც მხარს უჭერს  ინდივიდუალურ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, კოოპერატივებსა და ENPARD-ის მუნიციპალიტეტებს, რომ განავითარონ აგრარული პროექტები, რომლებიც ავლენენ ძლიერ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პოტენციალს.

თანამონაწილეობრივი ინვესტიციების ხარჯზე გაცემული ინდივიდუალური გრანტები მიზნად ისახავს პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხისა თუ სარეალიზაციო პოტენციალის გაზრდას, კავშირების გაძლიერებას სოფლის მეურნეობის ღირებულების ჯაჭვებში და ENPARD-ის მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ წინსვლას.

დამატებით დოკუმენტებს შეგიძლია გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე: ბროშურა ქართულადბროშურა რუსულადპოსტერიგრანტის სახელმძღვანელო.

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რომელი ტიპის საგრანტო კატეგორიას შეესაბამება თქვენი ინიციატივა, გთხოვთ მიყვეთ ბმულს.

მომდევნო საგრანტო ციკლი გაიხსნება 2022 წლის 11 აპრილს. მოცემული დღიდან, ყველა განმცხადებელს შეეძლება საგრანტო განაცხადის წარდგენა მოცემული პლატფორმიდან. ხელნაწერი განაცხადები არ მიიღება. გთხოვთ იხილოთ განაცხადების შევსების ვიდეო ინსტრუქცია მოცემულ ბმულზე.

FAO, ორგანიზაციის ეთიკური ვალდებულებების შესაბამისად, ისწრაფვის უზრუნველყოს საგრანტო პროცესის მართვის ყველაზე გამჭვირვალე მიდგომა. FAO-ს საქართველოს ოფისმა ჩამოაყალიბა საჩივრების განხილვის მექანიზმი, რათა უზრუნველყოს FAO-ს პროგრამის ბენეფიციარებთან გამჭვირვალე, ეფექტური და დროული მექანიზმით კომუნიკაცია, იმისათვის რომ მათ მიეცეთ თავიანთი  უკუკავშირისა და დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება. დამატებითი დეტალები საჩივრების განხილვის მექანიზმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: საჩივრის მექანიზმის სახელმძღვანელო.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ საჩივრის დაფიქსირება პროგრამასთან მიმართებაში, გთხოვთ მიყვეთ ბმულს საჩივრის ფორმის შესავსებად.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ: